







საფეხბურთო კლუბი მიუნხენის ბაიერნი
დაარსების თარიღი: 27 თებერვალი, 1900 წელი
სტადიონი: ალიანს არენა
ფერები: წითელი-თეთრი
მისამართი: ზაბენერ შტრასე 51, მიუნხენი 81547
ტელეფონი: (089) 699310
ოფიციალური ვებ-გვერდი: www.fcb.de
ისტორიაადრეული წლები (1900-1965)
მიუნხენში პირველი სპორტული კლუბი 1860 წელს დაარსდა. ის დღესაც არსებობს მიუნხენ 1860-ის სახელით თამაშობს მეორე ბუნდესლიგაში. ბაიერნის დაარსება ბერლინერ ფრანც იონისა და მისი მეგობრების სახელს უკავშირდება. პირველი თამაში ახალმა გუნდმა 1900 წლის 4 აპრილს გამართა MTV79-ის წინააღმდეგ და 7:1 იმარჯვა. მთავარი მწვრთნელი ინგლისელი ტეილორი იყო. კლუბში მაშინ ძირითადად სტუდენტები იყვნენ გაწევრიანებულები.
დებიური საერთაშორისო არენაზე წარუმატებელი გამოდგა - პრაღის დფკ-სთან ბაიერნმა 0:8 წააგო. ამის შემდეგ საკლუბო საწევრო 3 მარკიდან 40-მდე გაიზარდა. ბიუჯეტის გაზრდამ მიუნხენელებს საშუალება მისცა 1903 წელს პირველი ლეგიონერი აეყვანათ. ეს იყო ჰოლანდიელი ვილემ ჰესელინკი. ის პარალელურად მწვრთნელიც გახლდათ. ამის გამო ბაიერნი არაპოპულარული გახდა.
პირველი წარმატებას ბაიერნმა მხოლოდ 1925/26 წლების სეზონში მიაღწია, გაიმარჯვა რა სამხრეთი რეგიონალლიგაში, მაგრამ გერმანიის ჩემპიონისთვის ბრძოლაში მათ ლაიპციგის ფორტუნასთან წააგეს. 2 წლის მერე გუნდმა ისევ მოიგო სამხრეთის პირველობა, მაგრამ ½-ფინალში ისევ დამარცხდა. ამჯერად მომავალ ჩემპიონ ჰამბურგთან - 2:8. ამ გუნდში ბრწყინავდა იოზეფ პიოტინგერი, თავდამსხმელი, ვინც გერმანიის ნაკრებში 14 მატჩი ჩაატარა.
პირველი საჩემპიონო ტიტული ბაიერნმა 1932 წელს მოიპოვა, როცა ფინალში ფრანკფურტის აინტრახტი დაამარცხა. გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი იმჟამად ნახევარმცველი ლუდვიგ გოლდბრუნერი იყო, ამას გარდა გამოირჩეოდნენ ჰარინგერი, ჰოფმანი, ბერგმაიერი, რორი და კრუმი. ხელისუფლების სათავეში ნაციონალ-სოციალისტების მოსვლის შმედეგ ბაიერნის პრეზიდენტი ლანდაუერი და მთავარი მწვრთნელი რიჩარდ დომბი ქვეყნიდან გაიქცნენ. წამყვან პოზიციებზე ადოლფ ჰიტლერის საყვარელი კლუბი შალკე 04 გავიდა.
ომის შემდეგ პირველი ტიტული ბაიერნმა 1957 წელს მოიგო - გერმანიის თასის ფინალში დიუსელდორფის ფორტუნა 1:0 დაამარცხა.
ოქროს ხანა (1963-1979)
1963 წელს შექმნილ ბუნდესლიგაში ბაიერნი ვერ მოხვდა. პრეზიდენტმა ვილჰელმ ნოიდეკერმა მთავარ მწვრთნელად იუგოსლაველი ზლატკო ჩაიკოვსკი მიიწვია, ვინც ერთი წლით ადრე კიოლნს ჩემპიონის ტიტული მოუტანა. გუნდმა ნელ-ნელა დაიწყო ჩამოყალიბება. მასში უკვე ირიცხებოდნენ ფრანც ბეკენბაუერი და ზეპ მაიერი. 1964 წელს ჩაირიცხა გერჰარდ მიულერი. 1965 წელს ბაიერნი ბუნდესლიგაში აღზევდა. მიუნხენელებმა სადებიუტო სეზონში მესამე ადგილი დაიკავეს და გერმანიის თასი მოიგეს. წარმატებული გამოდგა ევროპული დებიუტიც. 1967 წლის 31 მაისს გუნდმა თასების თასის ფინალში რეინჯერსი 1:0 დაამარცხა. პირველი ევროპული გოლი ფრანც როტმა გაიტანა. მალე ჩაიკოვსკის ადგილას მალე მეორე იუგოსლაველი ბრანკო ზებეჩი დაინიშნა.
1969 წელს ბაიერნმა პირველი დუბლი შეასრულა - მოიგო რა ჩემპიონატი და თასი. გუნდს მოკლე სათადარიგოთა სკამი ჰქონდა. თითქმის მთელი პირველი წრე გუნდმა 11 ფეხბურთელით ჩაატარა. ესენი იყვნენ: მაიერნი, კუპფერშმიდტი, ბეკენბაუერი, შვარცენბეკი, პუმი, ოლკი, შტარეკი, როტი, ოლჰაუერი, მიულერი, ბრენინგერი. ჩემპიონთა თასზე გუდმა წარუმატებლად ითამაშა და სენტ ეტიენთან გამოვარდა. ახალ მთავარ მწვრთნელად უდო ლატეკი დაინიშნა. ლატეკმა გუნდში ული ჰიონესი და პაულ ბრაიტნერი მიიწვია.
1974 წელი ტრიმფალური აღმოჩნდა. ჩემპიონთა თასის ფინალში ატლეტიკოსთან დამატებითი დროი დაინიშნა, სადაც ესპანელებმა ანგარიში გახსნეს. საფინალო სასტვენამდე 7 წამით ადრე გათანაბრება შორეული დარტყმით გეორგ შვარცენბეკმა შეძლო. გადათამაშება მეორე დღეს დაინიშნა, სადაც ბაიერნმა მეტოქე 4:0 დაამარცხა. სწორედ ბაიერნი იყო გერმანიის ყველა დროის უძლიერესი ნაკრების ხერხემალი 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე. ფინალში ორივე ბურთი ბაიერნელებმა გაიტანეს - პაულ ბრაიტნერმა და გერდ მიულერმა. წარმატებებით გათამამებულმა ფეხბურთელებმა მეორე წელს ბუნდესლიგა სულ დაივიწყეს - შედეგად გუნდმა მე-10 ადგილი დაიკავა, მაგრამ ჩემპიონთა თასზე გუნდი მაინც დაუმარცხებელი იყო. ფინალი ლიდსთან 2:0 დასრულდა. ამ დროს გუნდთან დიტმარ კრამერი მუშაობდა. მან 1976 წელსაც შეძლო მიჯრით მესამედ ჩემპიონთა თასის მოგება. გადამწყვეტ მატჩში სენტ ეტიენი 1:0 დაამარცხა (გოლის ავტორი ფრანც როტი), აი, ბუნდესლიგაში კი კიდევ ერთხელ მოეცარა ხელი.
FC ჰოლივუდი (1979-1998)
80-იანები მთლიანად ქაოსის პერიოდი იყო. ბაიერნში ხშირად იცვლებოდნენ წამყვანი თანადებობის პირები, კლუბს ფინანსური პრობლემები შეექმნა, მაგრამ გუნდი მაინც მაღა შედეგებს აჩვენებდა. ამ მხრივ ყველაზე წარმატებული პერიოდი უდო ლატეკის დაბრუნებას დაემთხვა. გუნდმა 6-ჯერ მოიგო გერმანიის ჩემპიონატი და 3-ჯერ თასი. ბაიერნმა ამ პერიოდში ორჯერ, 1981 და 1987 წლებში ჩემპიონთა თასის ფინალები დათმო, სადაც ჯერ ასტონ ვილასთან დამარცხდა (0:1) მერე პორტუსთან (1:2). 90-იანი წლების საწყისი პერიოდი წარუმატებელი იყო, მაგრამ 1994 წელს გარდატეხა მოხდა. გუნდში პრეზიდენტის რანგში ფრანც ბეკენბაუერი დაბრუნდა. ამავე წელს მოახერხა გუნდმა ბუნდესლიგის მოგება. ბაიერნს სათავეში ჯერ ჯოვანი ტრაპატონი ჩაუდგა, შემდეგ ოტო რეჰაგელი, მაგრამ სახელოვანმა მწვრთნელებმა მოლოდინი ვერ გაამართლეს. 1996 წლის გაზაფხულზე კაიზერფრანცმა თანმდებობიდან დაითხოვა მეფე ოტო, გუნდს თავად ჩაუდგა სათავეში და უეფას თასი მოაგებინა. ამ გუნდში მთელი ტურნირის განმავლობაში ბრწყინავდა იურგენ კლინსმანი, ვინც 15 გოლის გატანა შეძლო.
აღორძინების ეპოქა 1998-დან დღემდე
1998 წლიდან ბაიერნში ოტმარ ჰიტცფელდის ეპოქა იწყება. 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბარსელონის კამპ ნოუზე გუნდმა ყველა დროის ყველაზე დრამატულ ფინალში მანჩესტერ იუნაიტედთან მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში წააგო - 1:2.
2001 წელს ბაიერნმა 25-წლიანი პაუზის შემდეგ შეძლო ევროპული საკლუბო ფეხბურთის მწვერვალზე დაბრუნება. ვალენსიასთან დაძაბულ ფინალში ძირითადი და დამატებითი დროის 1:1-ის დასრულების შემდეგ ოლივერ კანმა ესპანელებს სამი პენალტი აუღო.
2005 და 2006 წლებში ფელიქს მაგათის თავკაცობით გუნდმა ზედიზედ ორჯერ შეასრულა დუბლი, თუმცა ჩემპიონთ ალიგაშ გუნდი წარუმატებლად გამოდიოდა, რის გამოც მაგათს კარისკენ მიუთითეს და ოტმარ ჰიტცფელდი დააბრუნეს. პროფესორმა 2008 წელს ბაიერნი საჩემპიონო ტრიუმფამდე ბუნდესლიგის დასრულებამდე 3 ტურით ადრე მიიყვანა. მიუნხენელებმა თასზეც იმარჯვეს, დაამარცხეს რა დორტმუნდის ბორუსია 3:2. ფინალის გმირი ლუკა ტონი გახდა. იტალიელმა დუბლი შეასრულა.
2008 წელს გუნდში იურგენ კლინსმანი დაინიშნა. ნაკრებში იოახიმ ლიოვის გვერდით წარმატებული მუშაობის შემდეგ მარტოდ დარჩენილმა კლინსიმ სეზონი პირწმინდად ჩააგდო და გაზაფხულზე მის ნაცვლად იუპ ჰაინკესი დაინიშნა. ძალიან არადამაჯერებელი იყო ოლივერ კანის მემკვიდრე მიხაელ რენზინგი, ვის ნაცვლადაც პირველი ნომრობა სეზონის მიწურულს ჰანს იორგ ბუტმა გადაიბარა.
2009 წელს გუნდში ჰოლანდიელი ლუის ვან გაალი დაინიშნა. დებიუტი წარუმატებელი გამოდგა, რის გამოც ბაიერნმა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რეალიდან სასწრაფო წესით არიენ რობენი გადაიბირა. თამაში ერთბშად გამოსწორდა. საბოლოოდ წითლებმა ჩემპიონატიც მოიგეს, გერმანიის თასიც და ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავიდნენ, სადაც ინტერთან პირწმინდად დამარცხდნენ - 0:2.
2010/11 სეზონი ბაიერნმა საშინლად დაიწყო. პირველ 7 ტურში გუნდმა 3 მარცხი იწვნია. სამაგიეროდ, ვადამდე გაინაღდა ჯგუფიდან გასვლა ჩემპიონთა ლიგაში. სეზონის ბოლოს გუნდი მშრალზე დარჩა. დამარცხდა გერმანიის თასის ½-ფინალში შალკესთან, დათმო ბუნდესლიგის ტიტული დორტმუნდთან (მესამე ადგილზე გავიდა) და მოულოდნელად გამოვარდა ლიგის 1/8-ფინალში ინტერთან გასვლაზე1:0-ის მოგების შემდეგ, მით უფრო, რომ შინ გუნდი 2:1-ს იგებდა.
2011/12 წლების სეზონში ბაიერნმა უკვე იუპ ჰაინკესის ხელმძღვანელობით, კიდევ ერთი მშრალი სეზონი ჩაატარა. პირველად ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლის შანსს გამოეთხოვა უშუალო კონკურენტ დორტმუნდთან ბრძოლაში, მერე იმავე ბორუსიასთან თასის ფინალშიც განადგურდა - 2:5. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ბაიერნმა საშინაო სტადიონზე ჩელსისთან 1:1 დაამთავრა, მაგრამ პენალტების სერიაში ვერაფერი მოუხერხა.
სამაგიეროდ 2012/2013 წლების სეზონში, ბაიერნს ბადალი არ ჰყავდა ევროპაში. ჰაინკესის გუნდი წარმოუდგენლად ძლიერად ათამაშდა, სეზონი სტაბილურად განვლო ჩავარდნების გარეშე და აჩვენა სუპერ-შემტევი ფეხბურთი. ბუნდესლიგისა და პოკალის მოგება არავის გაჰკვირვებია, ჩემპიონთა ლიგაზე კი გზად ფინალისკენ "არსენალს", "იუვენტუსს" და განსაკუთრებით "ბარსელონას" უშანსოდ მოუგო. გერმანულ ფინალში, რომელიც უემბლიზე გაიმართა დორტმუნდის "ბორუსიასთან" თანაბარ ბრძოლაში, ბოლო წუთზე არიენ რობენის გოლის წყალობით იმარჯვა და სანუკვარ ტიტულს მეხუთედ დაეუფლა.
ახლა კლუბის ისტორიაში ახალი ერა იწყება, დომინაციის პერიოდი, რომელსაც სათავეში პეპ გვარდიოლა უნდა ჩაუდგეს.
სტადიონი1925 წლამდე ბაიერნი ე.წ. ქალაქის პირველ ტრიბუნაზე თამაშობდა. ამ წლიდან კი მან და მიუნხენ 1860-მა ქალაქის მინიციპალური არენა იქირავეს. მას ხალხი შეცჰზგერ-ს (მეექვსეს) უწოდებდა. მეორე მსოფლიოს ომის დროს ის პრაქტიკულად მიწასთან გასწორდა. ომის შემდეგ ის ხელახლა აღადგინეს. მასზე 44 ათასი მაყურებელი ეტეოდა.
1972 წლის მიუნხენის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის სპეციალურად ოლიმპიური სტადიონი აიგო. ბაიერნი ამავე წელს გადაბარგდა ახალ არენაზე. ტავდაპირველად მასზე 79 ათასი გულშემატკივარი ეტეოდა, მაგრამ რიგო რეკონსტრუქციების შემდეგ დღეს მისი ტევადობა 59 ათასამდე დაეცა.
2002 წელს მიუნხენ 1860-თან ერთად მიუნხენში სუპერთანამედროვე ალიანს არენა აიგო, რომლის ტევადობა 69 901 კაცით განისაზღვრება.
კლუბის ხელმძღვანელობა:პრეზიდენტი და სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორი - ული ჰიონესი
საპატიო პრეზიდენტი - ფრანც ბეკენბაუერი
მმართველთა საბჭოს პრეზიდენტი - კარლ-ჰაინც რუმენიგე
სპორტული დირექტორი - მატიას ზამერი
ვიცე-პრეზიდენტები - ფრიტც შერერი, ბერნდ რაუხი
კლუბის პარტნიორები:დოიჩე ტელეკომი (ძირითადი სპონსორი), ადიდასი (სპორტული ეკიპირება),
ასევე: Allianz, Audi, The Coca-Cola Company, E.ON, Lufthansa, MAN, Medion AG, HypoVereinsbank, Paulaner, Arabella Starwood, Samsung Group, Yello Strom, Continental AG, Siemens, Hugo Boss, Burger King, LEGO, Adelholzner, Lanson
ბაიერნის მწვრთნელები:» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
დოქტორი ჰილჰელმ ჰესელინკი 1903
ტეილორი 1907
დოქტორი ჰოერი 1909-1911
ტეილორი 1911
ჩარლზ გრიფიტსო 1911-1912
ბილი ტოუნლი 1914
ბილი ტოუნლი 1919-1921
ისიდორ კიურხნერი 1921-1922
ჯიმ მაკფერსონი 1925 (?)-1927
კონრად უაისი 1927
კალმან კონრადი ?
რიხარდ კონი 1931-1933 (პირველი ჩემპიონი)
დოქტორი მიხალკე 1936-1937
რიხარდ ჰიოგი 1945-1946
იოზეფ პიოტინგერი 1946-1947
ალფ რიმკე 1947
ფრანც დიტლი 1947-1948
ალფ რიმკე 1948-1950
დავიდ დავიდსონი 1950-1951
ალფ რიმკე 1951
მახს შეფერი 1951-1953
გეორგ ბაირერეი 1953-1954
გეორგკნიოფლე 1954
იაკობ შტრაიტლე 1954-1955
ბერტლ მოლი 1955-1956
ვილიბალდ ჰანი 1956-1958 (პირველი თასი)
ბერტლ მოლი 1958
ადოლდ პატეკი 1958-1961
ჰელმუტ შნაიდერი 1961-1963
ზლატკო ჩაიკოვსკი 1962 წლის ი ივლისიდან 1968 წლის 30 ივნისამდე
ბრაკო ზებეჩი 1968 წლის 1 ივლისიდან 1970 წლის 13 მარტამდე
უდო ლატეკი 1970 წლის 14 მარტიდან 1975 წლის 2 იანვრამდე
დიტმარ კრამერი 1975 წლის 16 იანვრიდან 1977 წლის 1 დეკემბრამდე
დიულა ლორანტი 1977 წლის 2 დეკემბრიდან 1979 წლის 28 თებერვლამდე
პალ ჩერნაი 1979 წლის 1 მარტიდან 1983 წლის 16 მაისამდე
რაინჰარდ ზაფტიგი 1983 წლის 17 მაისიდან 1983 წლის 30 ივნისამდე
უდო ლატეკი 1983 წლის 1 ივლისიდან 1987 წლის 30 ივნისამდე
იუპ ჰაინკესი 1987 წლის 1 ივლისიდან 1991 წლის 8 ოქტომბრამდე
სორენ ლერბიუ 1991 წლის 9 ოქტომბრიდან 1992 წლის 11 მარტამდე
ერიხ რიბეკი 1992 წლის 12 მარტიდან 1993 წლის 27 დეკემბრამდე
ფრანც ბეკენბაუერი 1994 წლის 7 იანვრიდან 1994 წლის 30 ივნისამდე
ჯოვანი ტრაპატონი 1994 წლის 1 ივლისიდან 1995 წლის 30 ივნისამდე
ოტო რეჰაგელი 1995 წლის 1 ივლისიდან 1996 წლის 27 აპრილამდე
ფრანც ბეკენბაუერი 1996 წლის 29 აპრილიდან 1996 წლის 30 ივნისამდე
ჯოვანი ტრაპატონი 1996 წლის 1 ივლისიდან 1998 წლის 30 ივნისამდე
ოტმარ ჰიტცფელდი 1998 წლის 1 ივლისიდან 2004 წლის 30 ივნისამდე
ფელიქს მაგათი 2004 წლის 1 ივლისიდან 2007 წლის 31 იანვრამდე
ოტმარ ჰიტცფელდი 2007 წლის 1 თებერვლიდან 2008 წლის 30 ივნისამდე
იურგენ კლინსმანი 2008 წლის 1 ივლისიდან 2009 წლის 27 აპრილამდე
იუპ ჰაინკესი 2009 წლის 28 აპრილიდან 2009 წლის ი ივნისამდე
ლუის ვან გაალი - 2009 წლის 30 ივნისიდან 2011 წლის 9 აპრილამდე
ანდრეას იონკერი - 9 აპრილიდან 2011 წლის 30 ივნისამდე
იუპ ჰაინკესი 2011 წლის 1 ივნისიდან - 2013 წლის 1 ივნისამდე
პეპ გვარდიოლა 2013 წლის 1 ივლისიდან -
ბაიერნის კაპიტნები: » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
1965 — 1970 ვერნერ ოლკი
1970 — 1977 ფრანც ბეკენბაუერი
1977 — 1979 ზეპ მაიერი
1979 — 1979 გერდ მიულერი
1979 — 1980 გეორგ შვარცენბეკი
1980 — 1983 პაულ ბრაიტნერი
1983 — 1984 კარლ-ჰაინც რუმენიგე
1984 — 1991 კლაუს აუგენტალერი
1991 — 1994 რაიმონდ აუმანი
1994 — 1996 ლოთარ მათეუსი
1997 — 1999 თომა ს ჰელმერი
1999 — 2002 შტეფან ეფენბერგი
2002 — 2008 ოლივერ კანი
2008 — 2011 მარკ ვან ბომელი
2011 - ფილიპ ლამი
წინა თემები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ბევრი რამ ცხოვრებაში უცვლელია ან ყოველ შემთხვევაში ასეთად მოგვეჩვენება. მისეირნობ ქუჩაში და ხედავ ხეს, რომელიც ჯერ კიდევ შენს დაბადებამდე აქ უკვე დარგული იყო, ან თაროზე მოთავსებულ ჯერ კიდევ შენი წინაპრების დროს დაბეჭდილ წიგნს გადაშლი - ამ დროს თავში აზრად არ მოგდის, რომ ოდესღაც ეს ყველაფერი არ არსებობდა, ან გარკვეული მიზეზების გამო შეიძლება სულაც არ გაჩენილიყო. ისე ხარ მიჩვეული, რომ ამ ყველაფრის არსებობას სათანადოდ ვერ აღიქვავ და თავისთავად მიიღებ.
ანალოგიურად ჩემთვისაც, ული ჰიონესი მუდამ ასოცირდება „ბაიერნთან“. რა დროსაც არ უნდა ვუყურო „ბაიერნს“, ის ყოველთვის მანდ არის, ყოველთვის ჩანს, ყოველთვის ნერვიულობს და თანაუგრძნობს, მრისხანედ უტევს მოწინააღმდეგეს და კედელივით იცავს თავისიანებს - მთელი გულით და სულით, მუდამ კლუბთანაა.
მაგრამ გასულ კვირაში ყველაფერი თავდაყირვა დადგა. მიდიხარ და ვეღარ ხედავ ჩვეულ ხეს, უახლოვდები წიგნების თაროს, მაგრამ არც წიგნი დევს თავის ადგილზე.
რაღაცნაირად მგლოვიერად ჟღერს, მაგრამ ჰიონესი ჯერ კიდევ ჩვენთან და „ბაიერნთან“ არის, ხოლო „ბაიერნი“ მის გვერდით: კოლეგები, გუნდი, გულშემატკივრები. მერე რა, რომ გასულ შაბათს და მომდევნო წლებშიც ვერ ვიხილავთ მას ტრიბუნაზე? ჩვენ ხომ ვიცით, რომ ფიქრებით ული ყოველთვის თავის პოსტზე არის - ისეთივე ემოციური და მეგობრული. მეგობრული თავისიანებითვის, უცხოებისთვის კი სიტუაციიდან გამომდინარე - მრავალმხრივი. მან თავისი მეგობარი ჰაინკესი დაიცვა დაუმის კრიტიკისგან. საქმე იმ დონემდე მივიდა, რომ კრისტოფის პირადული ცხოვრების არც თუ ისეთი სახარბიელო ფაქტები ზედაპირზე ამოტივტივდნენ, რასაც სავარაუდოდ გერმანიაში ჰიონესს არ დაუვიწყებენ. არ დაუვიწყებენ და შეახსენებენ სხვა ექსპრესიულ გამოსვლებს, ტირადებს და ესკაპადებს. მაგრამ ასეთია ნამდვილი ენასწრაფი ული - იძახის იმას რასაც ფიქრობს. მას ამის უფლება აქვს (თუმცა ეს მხოლოდ ჩემი „ბაიერნის“ გულშემატკივრის აზრია). ადამიანი, რომელიც ერთი კლუბით აგერ უკვე 18 წელია ცოცხლობს, იმსახურებს ასეთ აზრს თავისი გულშემატკივრებისგან. ჯერ კიდევ 70-ან წლებში, როდესაც ული „ბაიერნში“ სამოყვარულო დონეზე მოთამაშე ფეხბურთელად მოიწვიეს, ვერავინ იფიქრებდა და ვერც გაბედავდა გაფიქრებას, თუ რაოდენ მნიშვნელოვან რგოლად გადაიქცეოდა ჰიონესი ჯაჭვში სახელად „ბაიერნი“ და რამდენს მიაღწევდა კლუბი იმ დროისთვის თითქმის არავისთვის ცნობილი ადამიანის უშუალო მონაწილეობის ხარჯზე.
დღესდღეობით ყველამ ვიცით, ვინ არის „რეკორდმაისტერი“, იმ დროს კი არაფერი მსგავსი არ იყო. მაშინაც კი, როდესაც „ბაიერნმა“ ჰიონესთან ერთად განუმეორებელ შედეგს მიაღწია - ზედიზედ სამჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი.
ყველაფერი დაიწყო მისი მოსვლით კლუბის მენეჯმენტის სტრუქტურაში, რომლისათვის ული უკვე დიდი ხანია მზად იყო. ყოველთვის იცოდა, საიდან მოზიდოს დამატებითი თანხები და ინვესტიციები კლუბისთვის, ხოლო თუ არ იცოდა საიდან, იცნობდა ადამიანებს, ვინც საჭირო ინფორმაციას ფლობდა. ამიტომაც სულ არ არის გასაკვირი მისი წარმატებული ხელმძღვანელობის კარიერა და მასთან ერთად „ბაიერნის“ წარმატება, კლუბის, რომელიც მისთვის „ახლო ნათესავად“ იქცა.
1979 წელს, მენეჯერის პოსტის დაკავების მომენტში (ჰიონესი 27 წელის იყო), კლუბის „ანგარიშზე“ ირიცხებოდა 3 ჩემპიონთან თასი, მაგრამ ამავე დროს მხოლოდ და მხოლოდ 4 ვერცხლის სინი. იმ დროს იყვნენ კლუბები (მიონხენგლადბახის და დორტმუნდის „ბორუსია“, „ჰამბურგი“, „კაიზერასლაუტერნი“ და ა.შ.), რომლებიც შიდა ასპარეზზე უფრო წარმატებულად გამოდიოდნენ, ვიდრე მიუნხენის „ბაიერნი“. და რა გვაქვ ეხლა, 22 წლის შემდეგ? ბუნდესლიგის საუკეთსო კლუბის 22 წოდება! ძნელი დასათვლელი არ არის - 1979 წლიდან, ჩემპიონატის 34 გათამაშებიდან 18-ში მიუნხენურმა გიგანტმა იმარჯვა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2 წელიწადში ერთხელ „ბაიერნი“ აუცილებლად ხდებოდა ბუნდესლიგის ჩემპიონი. ასევე 5 გერმანიის თასს 6 დაემატა.
მემგონი სხვაობა აშკარაა. გასაგებია, რომ ამ ყველაფერში მხოლოდ ულის დამსახურება არ არის და ის ყოვლისშემძლე არ გახლავთ, მაგრამ ბევრი, ძალიან ბევრი რამ შესაძლებელი გახდა მხოლოდ მისი თავდაუზოგავი სამუშაოს გამო. დღესდღეობით მისი საყვარელი „ბაიერნი“ მყარად დგას ფეხებზე და სხვისი დახმარების გარეშე ყოვეწლიურად მოგებას ნახულობს, რომლის მაჩვენებელი წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო იზრდება.
ულის არ უყვარდა ძველი და დროს ჩამორჩენილი „ოლიმპია შტადიონი“, თავისი სარბენი ბილიკებით და მოედანს დაშორებული ტრიბუნებით. სახლში თამაშის დროსაც გეუფლებოდა შეგრძენბა, თითქოს გასვლითი შეხვედრა ყოფილიყო. ჰიონესს ოცნებად ექცა „ბაიერნისთვის“ ნამდვილი, თბილი და კომფორტული სახლის შექმნა. და აი, 2005 წელს მისი ოცნება რეალობად იქცა. „როთ ჰოზენი“ გადაბარგდა ულტრათანამედროვე, მეგატექნიკით აღჭურვილ „ქამელონზე“ სახელად „ალიანც არენა“, რომელიც ჩვეულებრივ დღეს საკმაოდ ერთფეროვნად გამოიყურებოდა, მაგრამ მისი ბატონის მოახლოებისთანავე წითელ ფერებში აინთებოდა, ხოლო მთელი ქალაქი მორიგი თამაშის მოლოდინში დღეებს ითვლიდა. ამ სახლში ნამდვილად შეიძლება ცხოვრება, სიხარულის და იმედების გაცრუების განცდა. „ალიანც არენას“ ახლოს როგორც დიდი გამარჯვებები, ასევე დამთრგუნავი წაგებები. ამ ყველაფერს თავად ული ჰიონესიც მოესწრო ...
როდესაც საგადასახადოების დამალვის სკანდალი ატყდა, კლუბმა მხარი დაუჭირა თავის პრეზიდენტს - გვაჩუქა ჩვენ და მას, ისეთივე გულშემატკივარს ტრიბუნაზე, წარმოუდგენელი გამარჯვება „ბარსელონას“ წინააღმდეგ, მატჩის წინ ჰიონესმა წინასამატჩო პერფორმანსში მიიღო მონაწიელობა, თამაშის მსვლელობისას კი პატარა ბავშვივით უხაროდა თითოეული გატანილი ბურთი.
2013 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვების შემდეგ ული სიხარულის ცრემლებს ვერ იკავებდა, როგორც ვერ დაიკავა მწუხარების ცრემლები „ბაიერნის“ პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის განცხადების დროს.

დღეს, მიუხენის „ბაიერნის“ ასეთ წარმატებულ ასპარეზობას როგორც თავისთავად ცხადს აღვიქვავთ. და რომ არ გვყოლოდა ული? ერთი რამ ვიცი - კლუბი, გულშემატკივრები, ყველანი მას გვერდში ვუდგავართ და ასე ყოველთვის იქნება! მანამდე კი Mia san mia! Mia san Bayern! Mia san Uli!
ავტორი: Jaguar Paw