საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს თურქეთს ეწვევა. ქალაქ ყარსში გიორგი მარგველაშვილი თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად „ტრანსანატოლიის ბუნებრივი გაზსადენის“ (TANAP) პროექტის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.
„ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი. სწორედ TANAP-ის საშუალებით ევროკავშირს აზერბაიჯანიდან საქართველოსა და თურქეთის გავლით დამატებით მიეწოდება ბუნებრივი აირი, რაც ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი პროექტია და საქართველოს მონაწილეობა ასეთი ტიპის პროექტში, თავისთავად, საგულისხმოა,“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა.
http://agora.ge/news_.php?news_id=7615ვიცი ახლა ბევრი მავანი შემოვა და ბევრ დაბოღმილ კრიტიკულ სიტყვებს დაწერს მაგრამ,მე მაინც არ მესმის თუ რატომ არ უნდა გიხაროდეს ქვეყნის წარმატება მარტო იმის გამო რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია ფავორიტად გყავს არჩეული და მის ლიდერზე ლოცულობ?
პარტიები მოდიან და მიდიან და სამშობლო რჩება...
ასე რომ თუ არის წინსვლა თუნდაც პატარა პროექტით ან დიდით(რა მნიშვნელობა აქვს) უნდა გიხაროდენ თუ ქვეყანა გიყვართ...