გადმოწია რუსეთმა დეფაქტო საზღვარი ერთხელ ორჯერ სამჯერ... ცხრაჯერ, ბოლოს მობეზრდება იმასაც, იტყვის მაინც რეაქცია არ აქვთ და ბარემ თბილისზე წავალო.
დავუშვათ რომ ხვალ თბილისზე წამოვიდა რუსეთის ჯარი.
რას ვაკათებთ? ისევ იუნკერებს ვუშვებთ ფორმალობისთვის ჩასახოცად? რომ აი წინააღმდეგობა გავუწიეთ და ნებით არ ჩავბარებულვართო თუ რამე სხვა გეგმაც გვაქვს?
თინას ეცოდინება ეგ მარა პარიზშია ახლა შმოტკების და იარაღის შოპინგზე...

თუ მოვეგოთ გონს და შევეშვათ ამ სირბერალიზმს ყველა როგორც ერთი ჩვენი ქვეყნის მეომარი გავხდეთ, რომ რუსეთზე გამარჯვების თავი თუ არა, ისეთი ზიანის მიყენების თავი მაინც გვქონდეს რომ არ უღირდეს ჩვენი ჩაყლაპვა. და არც წავა მაგაზე თუ ეცოდინება რომ ყელში გავეჩხირებით.
მე რასაც ვუყურებ დღევანდელ პოლიტიკოსებს, ახალგაზრდობის მნიშვნელოვან ნაწილს და არა მხოლოდ 1921 წელი განმეორდება (მაშინაც დიდი იმედი გვქონდა დასავლეთის). იმ განსხვავებით რომ დღეს ექვთიმე თაყაიშვილები არ მეგულება. იუნკერებს კი მოძებნიან.
გამოფხიზლდით ისე ცხოვრობთ თითქოს ევროპის შუაგულში მოკავშირეებით გარშემორტყმულ ნატოს წევრ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, სინამდვილეში კი დომოკლეს მახვილი ჰკიდია ჩვენს თავს.
ვისაც გაქცევის იმედი გაქვთ დამიჯერეთ ვერ მოასწრებთ.
ესეც იყოს აქ შემართებისთვის:
ლიბერალი NGO-ელი თავდაცვის მინისტრი This post has been edited by ecklesiast on 11 Jul 2015, 18:24