Welcome to Canada

დედაქალაქი : ოტავა
უდიდესი ქალაქი : ტორონტო
ოფიციალური ენა(ები) : ინგლისური,ფრანგული
მთავრობა
მონარქი: ელისაბედ II
გენერალ-გუბერნატორი: დევიდ ლოიდ ჯონსტონი
პრ.-მინისტრი: სტივენ ჰარპერი
ფართობი
სულ - 9,984,670 კმ2
მოსახლეობა
2010 წლის შეფასებით - 33,964,000
დევიზი: „ზღვიდან ზღვამდე“
ჰიმნი: „O Canada“
კანადის პარლამენტი (ოტავა)

ნიაგარის ჩანჩქერი — სამი ჩანჩქერისაგან შემდგარი წყალვარდნილთა სისტემა, მდებარეობს აშშ-სა და კანადის სახელმწიფო საზღვარზე.

მოკლე აღწერა კანადაზე:
კანადა (ინგლ. Canada) — ქვეყანა ჩრდილოეთი ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს ესაზღვრება ატლანტის ოკეანე, დასავლეთ ნაწილს წყნარი ოკეანე, ხოლო ჩრდილოეთს ჩრდილო ყინულოვანი ოკეანე. კანადას მსოფლიოში ფართობის მიხედვით მეორე ადგილი უკავია რუსეთის შემდეგ. სახმელეთო მეზობლებიდან მხოლოდ ერთი ქვეყანა ესაზღვრება – აშშ, დასავლეთიდან ესაზღვრება აშშ-ს შტატი ალასკა.
კანადის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან სახლობდნენ მკვიდრი აბორიგენები. XV საუკუნიდან ბრიტანეთმა და საფრანგეთმა დაიწყეს კანადის ტერიტორიების დაკავება, თავდაპირველად ისინი მხოლოდ სანაპირო ზოლში სახლობდნენ. მოგვიანებით მათ ქვეყნის ძირითადი ტერიტორიები დაიკავეს და დაიწყეს ბრძოლაჰეგემონობისათვის. ამ მიზნით 1756 წელს ევროპაში დაწყებულმა შვიდწლიანმა ომმა მეტროპოლიების კოლონიებში გადაინაცვლა. დიდმა ბრიტანეთმა კანადის ტერიტორიაზე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, ბრიტანეთმა დაიკავა კვებეკი. ქვეყანაში შეიქმნა კანადის კონფედერცია. მოგვიანებით კანადის შემადგენლობაში შევიდა ჩრდილოური არქტიკული ტერიტორიები. 1931 წელს კანადამ დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ამის შემდეგ ქვეყნის შემადგენლობაში გარკვეული ტერიტორიები კვლავ შევიდა.
კანადა ფედერაციული სახემწიფოა, ქვეყანა შედგება ათი პროვინციისა და სამი ტერიტორიისაგან, კანადის მმართველია პრემიერ-მინისტრი, სიმბოლურად ემორჩილება გაერთიანებული სამეფოს დედოფალს ელისაბედ II-ს და შესულია ერთა თანამეგობრობაში. ქვეყნის ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. კანადა გაერთიანებულია მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციაში, მათგან აღსანიშნავია: ნატო, დიდი რვიანი, დიდი ოციანი, OECD, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, OAS, აზია-წყნარი ოკეანური ორგანიზაცია, და გაერო. ადამიანის განვითარების ინდექსის მაჩვენებლით კანადა მე-8 პოზიციაზეა მსოფლიოში.
ეროვნული პროდუქტი
მოცულობა - 595 მლრდ $ (მე-9 ადგილი); 1 სულ მოსახლეზე - 19.640 $; სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 2, მრეწველობა 31, მომსახურება 67.
ექსპორტი
ავტომობილები, ნავთობი, ალუმინი, ხე-ტყე, ხორბალი.
ვალუტა კანადური დოლარი (CAD).
კანადური დოლარი (CAD)

ცნობილი კანადელები
მწერლები - ალისტერ მაკლეოდი, დუგლას კუპლანდი;
გამომგონებლები - ალექსანდერ ბელი (ტელეფონი), ფრედერიკ ბანტინგი (ინსულინი), ჯეიმზ ნაისმითი (კალათბურთი)
ბიზნესმენები - ჯეკ უორნერი (ფილმ-სტუდიის დამაარსებელი), კენეთ თომსონი (მედია მაგნატი)
მსახიობები - მერი პიკფორდი, ქრისტოფერ პლამერი, მაიკლ მეიერსი, კიანუ რივსი;
სუპერმოდელები - ლინდა ევანჯელისტა, ნატაშა ჰენსტრიჯი, პამელა ანდერსონი;
მუსიკოსები - ოსკარ პიტერსონი, პოლ ანკა, ბრიან ადამსი, სელინ დიონი, შანაია ტვეინი, ავრილ ლავინი, ჯასტინ ბიბერი;
სპორტსმენები - ჟილ ვილნევი (ავტორბოლა), ბობი ჰალი, გორდი ჰოუ, უეინ გრეცკი, მარიო ლემიე (ყინულის ჰოკეი), სინდი კლასენი (ჩქაროსნული ციგურაობა).
ტორონტო

მონრეალი

წინა თემის 10 მპოსტავი:
ადმინ წინა თემის ტოპ 10 მპოსტავი ჩასვი რა აქ
წინა თემის ლინკები:
კანადა - Canadaკანადა - Canadaკანადა - Canada კანადა - Canada This post has been edited by levancho_kanada on 28 Oct 2015, 02:14