ახალი ჩემპიონატი: გაზაფხულ-შემოდგომის სისტემა, გაზრდილი დაფინანსება
თარიღი: თებერვალი 18, 2016, 17:20
Untitled-1
სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სახელმწიფოს წარუდგინა გეგმა და დამტკიცდა 265 მილიონიანი 5 წლიანი გეგმა. გეგმა უკვე დასახულია, ხოლო პროექტები, რომლებიც მომდევნო წლების განმავლობაში უნდა განხორციელდეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ოფიციალურად წარადგინა.
კურსები
ფეხბურთის განვითარების 5 წლიანი მიზნები შემდეგნაირია:
ეროვნული ჩემპიონატის სპორტული დონის ამაღლება
ფეხბურთის მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა
კონკურენტუნარიანი, თავისუფალი საფეხბურთო ბაზრის შექმნა
ფეხბურთში, როგორც სოციალურ აქტივობაში ჩართულობის დონის ამაღლება
ყველა დამეთანხმება, რომ დღესდღეობით ქართულ ფეხბურთში ყველანაირი კუთხით დონე დაბალია, ამიტომ ფეხბურთის ფედერაციას შემოაქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც იქნება სპეციალური სწავლებები.
საფეხბურთო მენეჯმენტის კურსები
როგორც ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკა ჯღარკავამ აღნიშნა მსგავსი ტიპის კურსები ტარდებოდა ადრეც, თუმცა ეს იყო ინგლისურ ენაზე, რის გამოც ბევრი ვერ ახერხებდა საკმაოდ საინტერესო კურსებით სარგებლობას, ხოლო ახლა, საფეხბურთო მენეჯმენტის კურსები იქნება ქართულ ენაზე, სარგებელი იქნება მეტი და ხანგრძლივობა 1,5 წელს გასტანს. სწავლება დაიწყება 2016 წლის სექტემბრიდან.
მსაჯთა აკადემიის და რეკრუტირების პროექტი
ნიკა ჟღარკავას განცხადებით, ბოლო დროის მანძილზე, მსაჯობის სურვილს ბევრი არ გამოთქვამდა, რაც ამ საკითხში კონკურენტუნარიანობის დაქვეითებას და დონის ვერამაღლებას იწვევდა, ხოლო ახლა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იღებს გადაწყვეტილებას და ხსნის მსაჯთა აკადემიას, სადაც მიიწვევენ ახალგაზრდა დამწყებ მსაჯებს სხვადასხვა რეგიონებიდან.
ფეხბურთის ფედერაცია აქტიურად ზრუნავს იმ საკითხზე, რომ საქართველოსაც ჰყავდეს საკუთარი ძლიერი ფიზ.მომზადების მწვრთნელები, რამეთუ, გახშირდა ფიზიკური მომზადების სპეციალისტების უმეტესობა უცხოეთიდანაა ჩამოყვანილი.ამას გარდა, გაწაფავს ანალიტიკოსებს და მედიასაც მიაქცევს ყურადღებას, შემდეგი კურსების ხარჯზე:
ფიზ.მომზადების მწვრთნელთა კურსები
მწვრთნელ-ანალიტიკოსთა კურსები
სპორტულ მედიკოსთა გადამზადების კურსები
ბავშვთა ფეხბურთი
U13 რეგიონთა თასი
U13 სკოლების ჩემპიონატი
ნიკა ჯღარკავას თქმით, ბავშვთა ფეხბურთის დონეც დაწეულია, მშობლებს აღარ სურს მიიყვანონ შვილები იქ, სადაც არ იციან რა ბედი ელით მათ მომავალს, რის გამოც, სელექცია ჭირს, ხოლო სანაკრებო თაობებს კი უფრო დიდი პრობლემა ექმნებათ. ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, ჩაატაროს რეგიონთა ტურნირი, გახსნას 2-3 ვარსკვლავიანი აკადემიები, რის შემდეგაც მშობელს ექნება გარანტია,ვის ხელში იქნება მისი შვილი.
შედგება რეგიონის ნაკრებები(სამეგრელო, აჭარა, სამცხე-ჯავახეთი და ა.შ) , ხოლო დიდ რეგიონებს(თბილისს, ქუთაისს და ა.შ) 2 ნაკრები ეყოლება, გაიმართება დასავლეთ-აღმოსავლეთის ტურნირები, თვეში ერთხელ, ბავშვებს კი კვალიფიციური მწვრთნელები ეყოლებათ.
ქალთა ფეხბურთი
ქალთა ეროვნული ჩემპიონატი
U15 რეგიონთა თასი გოგონებში
U11 სკოლების პირველობა
პირველად, ქართული ფეხბურთის ისტორიაში შეიქმნება ქალთა ეროვნული ჩემპიონატი, ასევე, იქნება რეგიონთა თასი, ბიჭების ბავშვთა ფეხბურთის სტილში და იქნება 11 წლამდელთა სკოლების ტურნირები. ამას გარდა, მწვრთნელებს D ლიცენზიის კურსი ჩაუტარდებათ.
მასობრივი პროგრამები
ფუტსალი
პლაჟის ფეხბურთი(გასართობი)
ზამთრის “მასტერსი”(გასართობი)
შშმპ ლიგა
ფეხბურთის ფედერაცია ზრუნავს იმაზეც, რომ ეროვნული ჩემპიონატის პაუზის დროს არ იყოს უინტერესო დასვენების დრო, ამიტომ სასეზონო შეჯიბრებებს მოაწყობს. ზაფხულში, სანაპირო ზოლზე გაიმართება ქვიშის ფეხბურთი, სადაც მიიწვევენ არაერთ ვარსკვლავს, ხოლო ზამთარში ჩატარდება “ზამთრის მასტერსი”, დახურულ სივრცეში, როგორც ქვიშის ფეხბურთში, აქაც ეცდებიან უცხოელი ვარსკვლავების მოწვევას.
ამას გარდა, უფრო ფართომაშტაბიანი გახდება ამპუტანტთა ლიგა, მოეწყობა ტურნირები და შეიქმნება შეზღუდულ შესაძლებლობის მქონე პირთა ეროვნული ნაკრები.
ახალი ჩემპიონატი
ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ეროვნული ჩემპიონატის რეფორმირების რევოლუციური იდეა. 2016 წლის ზაფხულიდან დაიწყება მოკლე, გარდამავალი ჩემპიონატი და ნოემბერში დასრულდება. 16 გუნდი 8-8-გუნდიან ორ ჯგუფად დაიყოფა და ნოემბრამდე ორ წრედ (14 მატჩი) ითამაშებს.
ჩემპიონი ჯგუფების გამარჯვებულს შორის გამოვლინდება, ისევე, როგორც – ევროსაგზურების მფლობელები. მაგრამ ჯერ ამის დეტალები ზუსტდება. ლიგიდან 6 გუნდი გავარდება და მივიღებთ 10-გუნდიან ჩემპიონატს.
გარდამავლი ჩემპიონატის დროს, პირველი ლიგიდან გუნდი აღარ დაწინაურდება. არგუმენტად კობიაშვილმა ეს ფაქტი დაასახელა – ლიცენზირების სურვილი ლიდერების აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ გამოხატა, ანუ განვითარების სურვილი თუ არ აქვთ და ლიცენზიას ვერ იღებენ, უმაღლესში არაფერი ესაქმებათო.
ჩემპიონატი გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადავა, მარტში დაიწყება და ნოემბერში დასრულდება. 2016/17 წლების ევროსეზონზე კი გარდამავალი ეტაპის საუკეთესოები მოხვდებიან. კობიაშვილმა ეს ცვლილება საბიუჯეტო დაფინანსებით, მოედნების მდგომარეობით, ევროთასებზე გუნდების უკეთ გამოსვლის მოტივითა და სხვა ფაქტორებით ახსნა.
ამას გარდა, ყოვლად უმოტივაციო დუბლების ჩემპიონატის ნაცვლად, 20-გუნდიანი 19-წლამდელთა ჩემპიონატი გაიმართება, გამარჯვებული კი ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდება.
საინტერესო დეტალია: ეროვნული ლიგა 1 და ეროვნული ლიგა 2 სამოყვარულო იქნება. აქ მნიშვნელოვანი ქვეტექსტია ჩადებული: საქმე ისაა, რომ ტოტალიზატორები სამოყვარულო ლიგების თამაშებზე ფსონს არ იღებენ..
ახალ ჩემპიონატში იქნება 4 წრე და ჯამში ჩატარდება 36 შეხვედრა.
დაფინანსება
II წრე – უმაღლესი ლიგა
საბაზისო – 800,000 ლარი
სტიმულირება 400,000 ლარი+400,000 ლარი
ყველა გუნდი ს.ფ.ფ-სგან მიიღებს 400,000 ლარს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ეს კლუბი მოიძიებს ინვესტორს, ინვესტორს და ის დააფინანსებს 100,000-ით, სფფ-სგან ამდენივეს მიიღებს, თუ 200,000, მიიღებს დამატებით 200,000, ხოლო თუ მიიღებს მილიონიან დაფინანსებას, ს.ფ.ფ მას მხოლოდ 400,000 დაუმატებს.
საპრიზო(ჩემპიონობა/თასი) – 750,000 ლარი
II წრე – პირველი ლიგა
საბაზისო – 300,000 ლარი
სტიმულირება – 50,000+50,000 ლარი
II წრე – მეორე ლიგა
საბაზისო – 50,000
ახალი ჩემპიონატის დაფინანსების სისტემა(5 წელი).
უმაღლესი ლიგა
საბაზისო – 1 მილიონი ლარი
სტიმულირება – 500,000 ლარი + 500,000 ლარი
საპრიზო(ჩემპიონობა/თასი) – 1 მილიონი ლარი
პრემიალური(გადანაწილდება ქულების მიხედვით) – 6 მილიონი ლარი
პირველი ლიგა
საბაზისო – 700,000 ლარი
სტიმულირება – 300,000 ლარი + 300,000 ლარი
პრემიალური – 3 მილიონი ლარი
ს.ფ.ფ-ს ფონდი
ერთიანი ფონდი კლუბებს დაეხმარება ტურისტული მომსახურების, შეკრებებისა და გასვლითი მატჩების ორგანიზებაში, სპორტული ეკიპირების, ბურთების შეძენაში, სამედიცინო მომსახურებაში, ტრანსპორტირებაში, სასტუმროების დაჯავშნაში.
ინფრასტრუქტურა
დაყენდება ყველა სტადიონზე განათება. როგორც იცით, ახალი ჩემპიონატი ზაფხულში გაიმართება და როგორც კობიაშვილმა განაცხადა, ზაფხულში შეუძლებელია შუადღის 2-3 საათზე მატჩის ჩატარება, ამიტომაც, შეხვედრები საღამოს, განათების ფონზე გაიმართება. ამას გარდა, იქნება ბუნებრივსაფარიანი ბალახი. გაკეთდება ტელეკამერების პოზიციები, რათა უკეთეს ხარისხში მოხერხდეს მატჩის გადაღება და შეიფუთება სტადიონი კარგად, რამეთუ, არ დაფიქსირდეს ის საშინელებები, რაც ახლა ხდება სტადიონის შიდა თუ გარე ტერიტორიაზე.
მედია პროექტი
ლევან კობიაშვილმა დაადასტურა, რომ ახალ ჩემპიონატში მატჩები ბუნებრივსაფარიან მოედანზე გაიმართება, რასაც განათება და კარგი სატელევიზიო გაშუქება დასჭირდება. იქნება ტურის ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი. ტურამდე გაკეთდება შეხვედრების პრევიუ, ხოლო ტურის შემდეგ მატჩების მიმოხილვა, ე.წ რევიუ.
მზადდება მედიაპროექტი, რომლის მიზანიც ეროვნული ჩემპიონატის მაღალ დონეზე გაშუქებაა – ტელევიზიით, ბეჭდურ მედიაში, სოციალურ ქსელებში. ს.ფ.ფ-ს პრეზიდენტის განცხადებით, მედიას უდიდესი როლი ექნება ქართული ფეხბურთის განვითარებაში და ფედერაციისგან იქნება ყურადღება მედიის მიმართ.
http://goal.ge/ge/akhali-chempionati-gazaf...li-dafinanseba/ლინკზე უფრო კარგად იკითხება და ეშველა მგონი ქართულ ფეხბურთს

და მართლა მაგარია გაზაფხული შემოდგომის სისტემა

)))))))
This post has been edited by vefxvi on 19 Feb 2016, 12:40