გამარჯობათ!
მოკლედ გადავწყვიტე ასეთი ელექტრო სკუტერის აწყობა:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ცოტა რამ მეც ვიცი მაგრამ რამდენიმე შეკითხვა მაქვს.
ბორბალი რემენით არ უნდა იყოს, ჩაშენებული ჯობია რა თქმა უნდა აი ასეთი:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
დამჭირდება ასევე კონტროლერი:

და სამართავი სახელური:
http://www.picz.ge/img/s2/1607/6/2/23828d1e8903.jpgდა რა თქმა უნდა ჩარჩო, უკანა თავისუფალი ბორბალი, მუხრუჭები და რაღა თქმა უნდა ელემენტი
აი ამ უკანასკნელში გავიჭედე.

ასეთი ელემენტებით უნდა ავაწყო.
ეს ელემენტი არის ლითიუმის 18650 ტიპის.
3.7 ვოლტი 2200 მილიამპერსაათი ტევადობის.
ახლა რა მაინტერესებს:
ვთქვათ მაქვს 24 ვოლტიანი და 350 ვატიანი ბორბალი:
24/3.7=7 ანუ 7 3.7 ვოლტიანი ელემენტის მიმდოვრობით შეერთებით მივიღებ 24 ვოლტს მაგრამ რა თქმა უნდა არასაკმარის ტევადობას
საკმარის ტევადობას ასე ვითვლი:
რახან 350 ვატიანი ძრავია რომელიც 24 ვოლტზე მუშაობს შესაბამისად სჭირდება 24 ვოლტი 350/24=15 ამპერზე ხო?
15000/2200 = 7
7x7=49
ანუ 49 ელემენტი შერეულად, ასე რომ შევაერთო:

ხომ მივიღებ იმას რაც სურათზეა ნაჩვენები?
ანუ ჩემს მოტორს 1 საათი ამუშავებს, ანუ თუ ვივლი 30კმ/სთ სიჩქარით თავისი დანაკარგებით, წონით და უსწორმასწორო გზებით 25 კმ-ს მაინც ვერ გავივლი?
კარგად ვერ ვერკვევი და ვინმემ თუ იცით მითხარით ელემენტები უფრო კარგად როგორ დავაწყო რომ მაქსიმალური სიმძლავრე მივიღო მათგან
მადლობა წინასწარ :*