#49835826 · 1 Feb 2017, 15:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით ძვირფასო ფორუმელებო. ვფიქრობ, საინტერესო თემაა. ვეძებე და მსგავსი თემა ვერ ვნახე, ამიტომ გადავწყვიტე გამეხსნა, რადგან ძალიან მაინტერესებს აეროგრილების შესახებ რას იტყვით. ვაპირებ შევიძინო: Flavorwave Turbo. იქნებ გაგვიზიაროთ გამოცდილება, ვისაც გაქვთ აღნიშნული აეროგრილი (პლიუსები, მინუსები). ასევე ყველას ვინც სარგებლობთ ნებისმიერი ფირმის აეროგრილით გვირჩიეთ ღირს თუ არა მისი შეძენა. წინასწარ გმადლობთ ყველას ვინც შემოგვიერთდებით თემის განხილვაში.
პ.ს. აქვე ბოდიშს ვიხდი თუ არსებობს მსგავსი თემა, მე ვერ ვნახე და ახალი გავხსენი.
|