"რედისონი" თბილისში სასტუმროების ქსელს აფართოებს
ბიზნესი,
ნინო ნატროშვილი
თბილისში "რედისონის" ბრენდის ორი სასტუმრო აშენდება. „პარკ ინ ბაი რედისონი“ სასტუმროს აშენებას მესტიაშიც გეგმავს.
საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს, „პარკ ინ ბაი რედისონის“ მშენებლობისა და მართვის ხელშეკრულებას ხელი დღეს კომპანია ბლოკ-ინვესტისა და კარლსონ რეზიდორ ჯგუფის ხელმძღვანელობამ სასტუმრო "თორში" მოაწერა. ერთი სასტუმრო თბილისში, ჭანტურიას ქ. #10-ში, სასტუმრო „თორის“ ადგილზე აშენდება, ხოლო მეორის აშენება სასტუმრო "შერატონის" მოპირდაპირე მხარეს იგეგმება. სასტუმროში 80 ნომერი განთავსდება.
ხელმოწერის ცერემონიალს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია და ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრნენ.
სასტუმრო "პარკ ინ ბაი რედისონ თბილისი" საშუალო სეგმენტის მომხმარებელზე იქნება გათვლილი. სასტუმროს მშენებლობა რამდენიმე თვეში დაიწყება და 2017 წელს დასრულდება. სატუმროში 200 ნომერი, 120 ადამიანზე გათვლილი რესტორანი, ბარი, ლობი-ბარი, საკონფერენციო დარბაზები, შეხვედრების ოთახები და 40 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი იქნება.
http://www.netgazeti.ge/GE/105/business/43789/რიჩარდ ნორლანდი - "მოქსი" ხელს შეუწყობს ტურისტების ნაკადის გაზრდას როგორც ამერიკიდან, ასევე ევროპიდან
13:41 17-04-2015
რიჩარდ ნორლანდი - "მოქსი" ხელს შეუწყობს ტურისტების ნაკადის გაზრდას როგორც ამერიკიდან, ასევე ევროპიდან სასტუმრო "მოქსი" ხელს შეუწყობს ტურისტების ნაკადის გაზრდას როგორც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასევე ევროპული ქვეყნებიდან, - ამის შესახებ რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს განუცხადა .
რიჩარდ ნორლანდი დღეს, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" "GMT ჯგუფსა" და "მარიოტს" შორის სასტუმრო "მოქსის" მართვის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხელმოწერის ცერემონიალს დაესწრო, რომელიც ითვალისწინებს თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე "GMT ჯგუფს" ახალი პროექტის დაწყებას.
"ნამდვილად კარგი დღეა დღეს საქართველოსთვის. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასტუმრო ქსელების ჯგუფი "მარიოტი" თანამშრომლობს ქართულ კომპანია GMT -სთან და საქართველოში ახალი "მოქსის" სასტუმრო გაიხსნება, მდინარის მეორე მხარეს, მშრალ ხიდთან. მშენებლობა დასრულდება 20017 წელს და ეს ხელს შეუწყობს ტურისტების ნაკადის ზრდას როგორც ამერიკიდან, ასევე ევროპული ქვეყნებიდან", - განაცხადა ელჩმა.
როგორც ნორლანმა აღნიშნა, ამ პროექტში აშშ მონაწილეობს. აშშ-ს სამთავრობო სააგენტო "ოპიკის" მეშვეობით, რომელიც ამ პროექტს 18 მილიონი დოლარით აფინანსებს.
დღევანდელ ღონისძიებას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, დედაქალაქის ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი და სასტუმროს წარმომადგენლები.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...-evropidan.htmlსვანეთში "რედისონ ბლუ მესტია" გაიხსნება
16:40 16-04-2015
სვანეთში "რედისონ ბლუ მესტია" გაიხსნება სვანეთში სასტუმრო "რედისონ ბლუ მესტია" გაიხსნება, - ამის შესახებ კომპანია "ბლოკ ინვესტის" გენერალურმა დირექტორმა, თორნიკე ჯანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, გარდა ამისა, თბილისში სასტუმრო "შერატონის" მოპირდაპირე მხარეს იგეგმება კიდევ ერთი, 80 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა.
"ბრენდთან მოლაპარაკებები ჯერ არ დაგვისრულებია. რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ. სასტუმრო იქნება "შერატონის" მოპირდაპირე მხარეს და მშენებლობას უახლოეს მომავალში დავიწყებთ", - განაცხადა ჯანაშვილმა.
რაც შეეხება სვანეთში სასტუმრო "რედისონ ბლუს", ჯანაშვილის თქმით, "რეზიდორ ჯგუფთან" შესაბამის მომერანდუმზე ხელი მოწერილია.
"მესტიის ცენტრში არის სასტუმროს შენობა. მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი "რეზოდორ ჯგუფთან", რომ იქ "რედისონ ბლუს" სასტუმრო გავხსნათ. იქაც მიმდინარეობს პროექტირება და სხვა სამუშაოები. ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე მაგ სასტუმროსაც გავხსნით", - აღნიშნა ჯანაშვილმა.
მისივე თქმით, "რედისონ ბლუ მესტიის" ჯამური ინვესტიციის მოცულობა 10 მილიონი დოლარი იქნება, სადაც განთავსდება 72 სასტუმრო ოთახი.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...sneba.html?ar=Aიფ იფ ნაცებო, გუგუნ, გუგუნ