FranziskanerWeissbierმეც ბენედიქტინერს მივეცი ხმა და მიხარია, რომ ფორუმს მე გავაცანი ეს ლუდი ზუსტად ამ სამი წლის წინ, როცა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის საყურებლად ჩავედი გერმანიაში, რომელიც გერმანელებმა მოიგეს. სწორედ ბარში, მატჩის ყურების დროს აღმოვაჩინე შემთხვევით, როცა უბრალოდ ვაისბია შევუკვეთე და ველოდი, რომ პაულანერს ან ფრანცისკანერს მომიტანდნენ ჩვეულებრივ, მაგრამ სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრში მისი საკმაოდ ძლიერი ხასიათით, რაც ჩემს საყვარელ ელებთან აახლოვებს. ეს მაშინდელი ფოტო...

ამ უქმეებზეც გახლდით გერმანიაში და ამ თემისთვის და ვაისეების მოყვარულთათვის გადავიღე იქაურ სუპერმარკეტში რამდენიმე ფოტო
ქალაქი აახენი, სუპერმარკეტი რევე, მის ცენტრში
აღსანიშნავია, რომ ეს მაღაზია სხვებზე ძვირიანად ითვლება
თან ჩრდილოეთ გერმანიაში ვაისბირები არც ისე პატივშია
თუ დააკვირდებით ფრანცისკანერი მხოლოდ დუნქელით და უალკოჰოლოთია წარმოდგენილი







ეს წამოვიყოლე
პროსტ !
This post has been edited by Rochefort on 24 May 2017, 03:50